სასტუმრო
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია თბილისი“ ეს არის დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე უმაღლესი კლასის საერთაშორისო სასტუმრო.
სასტუმროს გარშემო თავმოყრილია ქალაქის საუკეთესო რესტორნები, სავაჭრო და გასართობი ობიექტები.
შუშის ექსტერიერიდან თბილისის ულამაზესი ხედები ჩანს. ხოლო სახურავზე მდებარე „ინფინიტი“ აუზიდან მთელი ქალაქის პანორამა იშლება.
შუშის ექსტერიერიდან თბილისის ულამაზესი ხედები ჩანს. ხოლო სახურავზე მდებარე „ინფინიტი“ აუზიდან მთელი ქალაქის პანორამა იშლება.
ჩვენს რესტორანში “უმამი” შეგიძლიათ დააგემოვნოთ საუკეთესო იაპონური და ტაილანდური კერძები, რომელთა მომზადების პროცესი ღია სამზარეულოში ერთგვარი პერფომანსია.
სასტუმრო „რედისონ ივერია თბილისში“ მდებარე ევროპული კლასის რესტორანი „ფილინი“ კი, თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო იტალიურ რესტორნად ითვლება. ბიზნესისა და დასვენების საუკეთესო კომბინაციაა Sky Top ბარი. განტვირთვისთვისა და ინოვაციური წესით დამზადებული გამაგრილებელი სასმელების მისაღებად, სტუმრებს ასევე შეუძლიათ ესტუმრონ Oxygen და Surface ბარებს.
დასვენებასა და ძალების აღდგენას შეძლებთ მსოფლიო კლასის Anne Semonin სპაში, რომელშიც ამავე ბრენდის თავის მოვლის საშუალებებსაც შემოგთავაზებენ.
ცხელი ქვების მასაჟი, ზღვის მარილის შეხვევები და გამამხნევებელი პროცედურები - ჩვენი სპას შემოთავაზებების მცირე ჩამონათვალია.
„რედისონ ბლუ ივერია თბილისი“ - კორპორატიული და სოციალური საღამოებისთვის იდეალური ადგილია, რადგან სასტუმროს ინფრასტრუქტურაში შეხვედრების ცხრა ოთახი და დიდი საცეკვაო დარბაზია.
სასტუმროს ინფრასტრუქტურაში გამორჩეული ადგილი უჭირავს კაზინო „ივერია თბილისს“ - წამყვან სამორინეს სათამაშო ბიზნესის სექტორში. რომელშიც აზარტული თამაშების მოყვარულებს გართობის მრავალფეროვნება ელოდებათ.